ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტს, რომ საავტორო, ღვინო საქართველოდან თავის მხრივ უნდა იყოს ქართული.
ბოთლის, ლოგოს, სახელწოდებისა და ეტიკეტის დიზაინი მიუთითებს ურთიერთობის ტონზე. ჩვენ ვსაუბრობთ სილამაზის ბუნებაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს. ჩვენ არ გვეშინია, რომ გულუბრყვილო გამოვჩნდეთ ან ჩვენს განცდებზე ვისაუბროთ.
ჩვენი ღვინოები არ არის გათვლილი ფართო მასებზე და პირველ რიგში მიმართულია იმ აუდიტორიაზე, რომელიც ღია იქნება შეტყობინებებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე, ზრდასრული და დამოუკიდებელი აუდიტორია, რომელიც მზად იქნება მოისმინოს და არ მოელის, რომ მის თვალთახედვას მოვერგებით.
ამ ქვეყანაში დიდი სხვადასხვაობაა. ადამიანთა აღქმის თვალსაზრისით, საქართველო რამდენიმე ნაწილად იყოფა. ერთის მხრივ, საქართველო წარმოადგენს კავკასიურ ქვეყანას მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობითა და საკუთარი ტრადიციებით. მრავალი თვალსაზრისით, უფროსი თაობის აზრით, საქართველო "ვალდებულია" დაიცვას თავისი ტრადიციები, რადგან ამ ქვეყნის თვითმყოფადობა იქნას შენარჩუნებული. ამავე დროს, მმართველ იმპერიებს გავლენა არ მოუხდენიათ ქართულ ტრადიციებზე. ისინი საქართველოს ძველი ისტორიის განსახიერებაა
მეორე მხრივ, ამჟამად საქართველო პერსპექტიულ, თანამედროვე და სწრაფად განვითარებად თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს წარმოადგენს. აღნიშნული უფრო ცხადია ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ზოგიერთი საკითხი ასევე გათვლილია უფროს თაობაზეც: სახელმწიფო სუბსიდიები მცირე ბიზნესებისთვის, ანგარიშგების გამჭვირვალობა და ავტომატიზებული პროცესები. გარდა ამისა, თვით გამოხატვისა და საჯაროდ გამოსვლის ღირებულების თვალსაზრისით აქ სრული თავისუფლებაა.

info@blackstonelands.com
+995 599 35 55 54
ნ. მუსხელიშვილის 22,
თელავი, საქართველო

COPYRIGHT © BLACKSTONELANDS CO., LTD. ALL RIGHTS RESERVED.
კონტაქტი
ყველა შეკითხვა გადაამისამართეთ: